ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

„თეატრალური ფესტივალი -2024“

8 ივლისი, 2024

20-23 ივნისს, რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით „თეატრალური ფესტივალი -2024“ გაიმართა. ფესტივალს ლანჩხუთის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა.

აღნიშნულ ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო რეგიონული განვითარების ფონდის ეცერის თეატრალურმა დასმა, რომელმაც კომედიური ჟანრის ზღაპარი „ბრემენელი მუსიკოსები“ წარმოადგინა.

ფესტივალზე მონაწილეობდნენ ასევე ხონის, ახალციხის, ქედის, ახმეტის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების თეატრალური დასები.

პირველ ადგილზე გავიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის დასი, სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ . გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში. კომედიურ ჟანრში, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ჯილდო ეცერის საჯარო სკოლის დასის მსახიობმა ელენე პაკელიანმა მიიღო.

თეატრალურ ფეტივალში მონაწილეობამდე სპექტაკლის „ბრემენელი მუსიკოსების“ პრემიერა მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში გაიმართა, სადაც მაყურებლის აღტაცება და დიდი მოწონება დაიმსახურა.

რეგიონული განვითარების ფონდის ეცერის საჯარო სკოლის თეატრალური დასის სპექტაკლის - „ბრემენელი მუსიკოსების“ რეჟისორი გახლავთ, მსახიობი რამაზ ფილფანი, მხატვარი და ქორეოგრაფი - ნანა გიგანი; მუსიკალური გაფორმება - რამაზ ფილფანი.

გააზიარე
https://kampungbahasa.id/ https://motor138.com/ https://rsiaibunda.or.id/rawat-inap/ https://upbuwamena.id/ https://pemudakatolik.or.id/wp-content/uploads/ https://psb.chair-annizomiyah.ponpes.id/ https://perumdatjmsukabumikab.com/ https://kadoplus.com/ https://duo.smkn2bandaaceh.sch.id/ https://ppdb.smkn2bandaaceh.sch.id/ https://bkk.smkn2bandaaceh.sch.id/ https://belajar.smkn1-pkp.sch.id/lib/ http://efurai.niasselatankab.go.id/ https://smkwksby.sch.id/ https://kahmijateng.com/ https://www.staimuhblora.ac.id/ https://www.mwcnubuduran.or.id/ https://nurulhadid.sch.id/ https://rsmulyasari.com/ https://smpn1bojonggambir.sch.id/ https://smpnsatapptgmanggis.sch.id/