„ხალდეობის“ დღესასწაული
28 აგვისტოს, კალას ადმინისტრაციულ ერთეულში „ხალდეობის“ დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის და “ხალდეს აღორძინების ფონდის” ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხალდელების შთამომავლები.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა მესტიის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰომ“, ხალდეს აჯანყებისთვის მიძღვნილი სვანური ხალხური სიმღერით “გაულ გავხე”.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხალდეს მკვიდრმა, თორნიკე გასვიანმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა კულტურის საკითხებში, ლევან კიკვიძემ.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის თეატრის მიერ, ღია სცენაზე, ხალდეს ნანგრევებში გაცოცხლდა ხალდეს აჯანყების ისტორია.
დიდი ინტერესი გამოიწვია, ასევე ხალდეს აჯანყების ფოტო-გამოფენამ..
აღსანიშნავია და სასიხარულოა ის ფაქტი რომ სოფელ ხალდეში წინაპართა საცხოვრებელ ადგილს 4 ოჯახი უკვე დაუბრუნდა და დანგრეული სახლები აღადგინა.
შეგახსენებთ, რომ ,,ხალდეობის" დღესასწაული გასულ წელს დაფუძნდა და ის ტრადიციულად, ყოველ წლიურად გაიმართება.