ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

ხელოვნების საერთაშორისო ფონდის დაარსება

30 მარტი, 2022

კომპანია AWARD HOLDING -ის დამფუძნებელი, ირაკლი ჭკადუა წლების განმავლობაში, დედმამიშვილებთან ერთად დიდი ენთუზიაზმით ახორციელებდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს და პარალელურად, მუდამ გვერდში ედგა ადამიანებს.. მისი უდროო გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა ირაკლის სახელზე კვლავაც გაეგრძელებინა საქველმოქმედო საქმიანობა და 23 მარტს მისი დაბადების დღე  ხმამაღალი განაცხადით შედგა.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის Rustaveli Theatre - რუსთაველის თეატრი შენობის სცენიდან, ნიკა ჭკადუამ საზოგადოებას მნიშვნელოვანი ამბავი, ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილება ამცნო - დაფუძნდა ირაკლი ჭკადუას სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფონდი, სახელწოდებით .,,სხივი'' (Ray). 

ფონდი მოიცავს სამ მიმართულებას: მუსიკა, დრამა, ლიტერატურა და ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას ქვეყნის მასშტაბით.

პროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ ფონდის ვებ. გვერდი ითარგმნა არაერთ, მათ შორის აფხაზურ ენაზეც.

ირაკლი ჭკადუას სახელობის საქველმოქმედო ფონდს გვერდში დაუდგებიან გამოცდილი რეჟისორები, კომპოზიტორები და პროზაიკოსები, რომელთა ჩართულობითაც, ხელოვნების სამივე სფეროში ყოველწლიურად ჩატარდება კონკურსები და ის ღია იქნება ყველასთვის, ვისაც სურს საკუთარი ნაშრომი წარადგინოს და წარმატების შემთხვევაში ბედი საერთაშორისო არენაზეც სცადოს.

ვულოცავთ საქართველოს ამ საქველმოქმედო ფონდის დაარსებას, რომელიც გვერდში დაუდგება ხელოვანებს და შემდგომში უამრავი ახალგაზრდის წარმატებას უზრუნველყოფს.

გააზიარე