ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

"ზურულდი 2022"

29 მარტი, 2022

პირველად მესტიაში!

2 აპრილს, 11:00 საათზე, ზურულდის მთაზე სამოყვარულო შეჯიბრი "ზურულდი 2022" იმართება!

ღონისძიების ფარგლებში მოყვარული მოთხილამურეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრებიან.

მონაწილეებსა და სტუმრებს დღის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილი მოსასვენებელი და გასართობი სივრცები დახვდებათ; საღამოს, კი უშბის ფონზე ღამის სრიალს შეძლებენ.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და "ემ თი ეი". (MTA)

- შეჯიბრში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 599 855 525

გააზიარე