მდინარე მესტიაჭალას ნაპირდაცვითი სამუშაოების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილია მდინარე მესტიაჭალას ნაპირდაცვითი სამუშაოების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება.
მდინარე მესტიაჭალაზე დატბორვისგან დამცავი ნაგებობების მოწყობამ სამომავლოდ უნდა უზრუნველყოს დაბა მესტიის, მდინარე მესტიაჭალის ადიდების შემთხვევაში, დატბორვისგან და მდინარის სანაპირო ზოლის ინტენსიური წარეცხვისგან საიმედო დაცვა. პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება არამხოლოდ მდინარე მესტიაჭალის სანაპირო ზოლის ეროზიის შეკავება, არამედ მოხდება მრავალი წლის განმავლობაში დაზიანებული, ეროზირებული მონაკვეთების აღდგენა.
სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 7 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge.
მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების და დაინტერესებული მხარის მონაწილეობა. სკრინინგის ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.