ცხელი ხაზი:+(995) 595 08 95 30 (მიმდინერეობს საიტის განახლება)

შენობა-ნაგებობების გადასახური მასალით დახმარების პროგრამა გრძელდება

5 აპრილი, 2022

მესტიის მუნიციპალიტეტში, არსებული ან ახალაშენებული შენობა-ნაგებობების გადასახური მასალით დახმარების განახლებული პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, პროგრამა ითვალისწინებს არსებული საცხოვრებელი სახლების, სვანური საცხოვრებელი სახლების (მაჩუბი), სასაქონლე შენობებისა და სვანური კოშკების ავარიული სახურავების რეაბილიტაციას, აგრეთვე ახალაშენებული შენობების, მათ შორის კომერციული ფართების გ ა დ ა ს ა ხ უ რ ი    მ ა ს ა ლ ი თ (თუნუქი, ყავარი) დახმარებას.

აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე მოქალაქემ, მერიაში საკითხის შესწავლის მიზნით უნდა წარმოადგინოს:

  1. შესაბამისი ბლანკით წარმოდგენილი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის სახელზე (განცხადების ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ თანდართულ ბმულზე). 
  2. მერის წარმომადგენლის (რწმუნებულის) მიერ გაცემული შენობა-ნაგებობის აღდგენის ან/და მშენებლობის მიმდინარეობის დამადასტურებელი ცნობა;
  3. გადასახურად გამზადებული ან დაზიანებული შენობა-ნაგებობის, როგორც შენობის გარე ფასადების (ოთხივე მხრიდან), ასევე გადასახურად გამზადებული ხის კონსტრუქციის ფოტოსურათები.

მოქალაქეებზე გადასახური მასალა გაიცემა სრულყოფილი დოკუმენტაციისა და დადგენილებაში აღწერილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე.

პროგრამის დ ე ტ ა ლ უ რ ი აღწერა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 595 70 81 51

გააზიარე